მეუფე საბა გიგიბერია, რომლის ქადაგებაც სასულიერო პირების ნაწილმა ზეწოლად აღიქვა, დამატებით განმარტებას არ აკეთებს
მეუფე საბა გიგიბერია, რომლის ქადაგებაც სასულიერო პირების ნაწილმა ზეწოლად აღიქვა, დამატებით განმარტებას არ აკეთებს. რა აქვს მაღალ იერარქს სათქმელი, წმინდა სინოდის წევრების გზავნილებზე - "პირველების" ამ კითხვას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი არ პასუხობს. არადა მისი ქადაგება სასულიერო პირებში განხილვის საგანი გახდა. მეუფე შიოს მხარდამჭერი მიტროპოლიტის განცხადება სასულიერო პირების ნაწილმა მუქარად და ზეწოლად აღიქვეს.
რა თქვა მეუფე საბა გიგიბერიამ:
- შეიძლება ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას და ის გააკეთოს რაც მას სურს და მიაჩნია სწორად. თავისი თავისუფალი არჩევანი გამოიყენოს, მაგრამ მოვა დრო, როცა ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს თუ საზოგადოებას მოუწევს სინანული ამისთვის, თუ არა სასჯელის ატანა
მეუფე საბა გიგიბერიას ქადაგებას მარნეულის ეპისკოპოსი გამოეხმაურა - როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი წერს, "მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ მოსაყდრეს". მღვდელმსახურის თქმით, ამას მიჩნევს, როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე.
საბა გიგიბერიას ქადაგებას გამოეხმაურა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველიც. მისი თქმით, მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“,
ყოველი სინოდის წევრი თავისუფალია და ვალდებულია, დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია. ეკლესიის ერთობა არ მიიღწევა იძულებით - წერს მეუფე საბა ინწკირველი.