მეუფე შიოს გაპატრიარქება შიგნით მოგვარებული არ არის - თეოლოგი

08.04.26 15:40
მეუფე შიოს გაპატრიარქება შიგნით მოგვარებული არ არის - თეოლოგი

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ სინოდში შიგნით მოგვარებული არ არის მეუფე შიოს გაპატრიარქება და ამის გამო პატრიარქის მოსაყდრის მხარდამჭერებმა მიტროპოლიტებმა ხმამაღლა დაიწყეს მეუფე შიოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მეუფე საბა გაგიბერიას ქადაგებაც, რომელიც სასულიერო პირების ნაწილმა ზეწოლად აღიქვა. 

შიოს მომხრე მიტროპოლიტებმა დაიწყეს ხმამაღალ მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, რაც არის რეალურად დარღვევა, რადგან პატრიარქის არჩევნები უნდა იყოს ფარული და დელიკატური. აქვთ შიში, არ არის შიგნით მოგვარებული მეუფე შიოს გაპატრიარქება და უნდათ გაამყარონ ეს და მეორე, მათ უნდათ, რომ საჯაროდ უკვე გაინაღდონ ეს დისკურსი და გავლენა მოახდინონ. მესამე კანდიდატის წინ წამოწევას მე პირადად ველოდები. ჯერჯერობით ამ რბოლაში არ ერთვებაინ, რადგან გახდნენ სამიზნეები პირველ რიგში და მეორეს მხრივ, რასაც მე ვაკვირდები არ ჰყავთ გამოკვეთილი ერთი ლიდერი. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნებოდა მეუფე აბრაამ გარმელიას გულის ნადები, რა მიზნით ჩამოდის იგი 13 წლის შემდეგ სინოდის კრებაზე", - ამბობს თეოლოგი. 

რა თქვა მეუფე საბა გიგიბერიამ

  • შეიძლება ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას და ის გააკეთოს რაც მას სურს და მიაჩნია სწორად. თავისი თავისუფალი არჩევანი გამოიყენოს, მაგრამ მოვა დრო, როცა ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს თუ საზოგადოებას მოუწევს სინანული ამისთვის, თუ არა სასჯელის ატანა

მეუფე საბა გიგიბერიას ქადაგებას მარნეულის ეპისკოპოსი გამოეხმაურა - როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი წერს, "მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ მოსაყდრეს". მღვდელმსახურის თქმით, ამას მიჩნევს, როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე.

საბა გიგიბერიას ქადაგებას გამოეხმაურა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველიც. მისი თქმით, მტკიცება, თითქოს რომელიმე იერარქისადმი ხმის არმიცემა შეიძლება შეფასდეს როგორც „ღალატი“,

 ყოველი სინოდის წევრი თავისუფალია და ვალდებულია, დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, განსაზღვროს საკუთარი პოზიცია. ეკლესიის ერთობა არ მიიღწევა იძულებით - წერს მეუფე საბა ინწკირველი.