ღია კრიტიკა ამბიონიდან - არჩილ გამზარდია მეუფე საბა [გიგიბერიას] ქადაგების შესაძლო მიზეზე საუბრობს
არჩილ გამზარდია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, საბა გიბერიას სკანდალურ ქადაგებას ეხმაურება და ამბობს, რომ მაღალმა იერარქმა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე იობს "ბევრ რამეში დასდო ბრალი", რაც ექსპერტის თქმით, შემთხვევითი შეიძლება არ იყოს.
მისი თქმით, მეუფე საბა [გიგიბერია] მეუფე იობს დამოუკიდებლად ვერ გააკრიტიკებდა. "მე ვფიქორბ, რომ ეს არის რაღაცნაირად ჩანაფიქრიც, რომ საკონკურენტო ველზე ეს ორი ეპისკოპოსი აღმოჩნდეს" - უთხრა გამზარდიამ TV პირველს.
გამზარდია თვლის, რომ მიტროპოლიტ, საბამ, რომელიც მეუფე შიოს მხარდამჭერად პოზიციონირებს, თავად პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დააზიანა.
ამი პირდაპირ დააპირისპირა ისინი ერთმანეთს, ან რატომ ფიქრობს, რომ ვთქვათ უნდა ასწავლოს მიტროპოლიტ იობს აზრი როგორ გამოთქვას. მეუფე იობს ბევრ რამეში დასდო ბრალი. აქ არ არის მარტო ერთ გამონათქვამში, ამითი ეუბნება, რომ შენ არ ხარ კვალიფიციური, შენ არ გიყვარს პატრიარქი, შენ ხარ მისი არჩევანის წინააღმდეგი. ძალიან ბევრი ბრალია ამ რამდენიმე წინადადებაში, ამიტომ ეს მიუღებელია. თუ მუეფე შიოს დამატებითი დახმარება სჭირდება იმ მღვდელმთავრებისგან, რომლებცი მისი გულშემატკივრებად მოიაზრებიან, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ ვფიქრობ, აქ თავად მოსაყდრე აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში [...]
მესამე კანდიდატი ყველა ვარიანტში იქნება, იმიტომ, რომ ამას პროცედურა ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში აჩვენებს ფოკუსში, ვინ არ უნდა იზრუნოს ან რომელ კანდიდატებზე არ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევა. მეუფე საბა გიგიბერია ამას თავისით არ გააკეთებდა. მე ვფიქორბ, რომ ეს არის რაღაცნაირად ჩანაფიქრიც, რომ საკონკურენტო ველზე ეს ორი ეპისკოპოსი აღმოჩნდეს და სხვები ფორმალურად არა", - ამბობს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მეუფე იობი გააკრიტიკა.
"ძალიან ბევრი რამ ითქვა, ძალიან ბევრი რამ, დაისვა კითხვები. ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პატრიარქის ეპოქა დამთავრდა და ახალი იწყება, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები." - თქვა ამბიონიდან მაღალმა იერარქმა.
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 4 აპრილს განაცხადა: "დასრულდა კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს პატრიარქი."