ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?
დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალი პირობებით დააანონსა. "ქართლი ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ხარჯები 52 მილიონი დოლარით შეამცირეს და სტრატეგიული პორტის აშენება უფრო იაფი დაჯდება.როდის მიიღებს პირველ გემებს პორტი ამაზე კობახიძემ არ ილაპარაკა.
კობახიძის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა, ბრიფინგი "ძლიერი საქართველოს" ოფისში. პარტიამ გუშინ მოითხოვა პორტი ტრამპის სამხრეთკავკასიური მარშრუტის კარიბჭედ იქცეს და ეს გახდეს ქართულ-ამერიკული პროექტი. "ქართული ოცნების" ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმის ძლიერ საქართველოს არ სჯერა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნას სულ სხვა პოტენციალს აძლევს. წლებია სხვადასხვა მიზეზით ქართული ოცნება ამ პროექტს აპაუზებს ამჯერად ეკონომიკის სამინისტრო პირობას დებს რომ მშენებლობა დაჩქარებული წესით და მალე დაიწყება.
შენიშვნა: ფოტო ON.GE