სასახლის ღობის საქმე - რატომ აყენებენ ადვოკატები მოწმე პოლიციელის ჩვენებას ეჭვქვეშ
შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელმა, ლაშა ჯუღელმა დღეს ჩვენება, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული მომიტინგეების წინაღმდეგ მისცა და ხელი ავთანდილ თოფჩიშვილსა და მიხეილ თოლორაის დაადო. მოწმემ სხვა სხდომაზე მასზე თავდამსხმელად გური ჟვანიაც დაასახელა. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმეს თავს 15-მდე პირი დაესხა, აქედან 7დღეს განსასჯელის სკამზე იჯდა, თუმცა სტაჟიანმა პოლიციელმა მხოლოდ 2 ამოიცნო.
მოწმის ჩვენება დამაჯერებელი არაა ადვოკატებისთვის, რადგან პოლიციელს შემხვედრ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა - არ ახსოვს მახასიათებელი ნიშნები, რითიც ბრალდებულების იდენთიფიცირება მოახდინა, დაიმახსოვრა თეთრი ბოტასები, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელს ეცვა. ადვოკატებს კითხვები ბევრი ქონდათ, თუმცა პასუხს ხან მოწმე ვერ სცემდა ხან კითხვას მოსამართლე მახარობლიძე აცილებდა.
სასახლის ღობის საქმის განხილვა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ ისევ არ არსებობს მთავარ კითხვაზე პასუხი, ვინ აატრილა ოთხ ოქტომბერს კამერები, გადააკრა წებოვანი ლენტები და შეღება.