"შარშან ნიკას ბანერი მეკავა, წელს უკვე გელა ხასაიას" - სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები 9 აპრილის მემორიალთან იკრიბებიან

08.04.26 21:35
"შარშან ნიკას ბანერი მეკავა, წელს უკვე გელა ხასაიას" - სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები 9 აპრილის მემორიალთან იკრიბებიან

 

 

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან. 

როგორც წინა წელს, სინდისის პატიმრების დედები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ 9 აპრილის მემორიალთან.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა, დღეს, პარლამენტთან შეგრება 20:00 საათიდან დაიწყეს.

შარშან ნიკას ბანერი მეკავა ხელში, წელს უკვე გელა ხასაიას ბანერი მიკავია ხელში. მინდა დედამისის მაგივრობა გავწიო, რახან ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

საერთო ბევრი აქვს 37 წლის წინანდელ პროტესტს და ახლაც, ახლანდელ პროტესტს, მაშინაც იგივეს მოვითხოვდით, რასაც ახლა მოვითხოვთ, მაშინ მართლა რუსულმა ჯარმა დაგვარბია, ახლა ქართულმა პოლიციამ და კიდევ ის არის საერთო, რომ შიში არ იყო არც მაშინ და არც ახლა," - ამბობს სინდისის ყოფილი პატიმრის, ნიკა კაციას დედა, მარინა აფციაური.