გადავსებული საავადმყოფოები - კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის
ქვეყანაში საგანგაშოდ გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს ვეღარ აუდიან და მათთვის მკურნალობაზე უარის თქმა უწევთ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის, რის გამოც პაციენტების გადამისამართება სხვა ქალაქებში უწევთ. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილიმ ამბობს, რომ ამჟამად საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.
თავისუფალი საწოლი არ არის არც ერთი და გაწერისთანავე მომენტალურად ივსება. კლინიკას მომართავს პაციენტი, რომელსაც უკვე საკმაოდ სერიოზული, საყურადღებო მაჩვენებლები აქვს. ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, ვინც კი კლინიკაშია. გვიწევს მოსული პაციენტების სხვაგან გადამისამართება", - ამბობს მაკა სოლოღაშვილი.