შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი სასტიკად სცემეს - ერთ-ერთი ვერსიით, უბილავას ჩასაფრება "ხარებას" სპეცრაზმელებმა მოუწყვეს

10.04.26 13:00
შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი სასტიკად სცემეს - ერთ-ერთი ვერსიით, უბილავას ჩასაფრება "ხარებას" სპეცრაზმელებმა მოუწყვეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში - სასტიკად არის ნაცემი, ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი, ისაკ, იგივე გიორგი უბილავა.  

ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი სინჯიკაშვილის გარემოცვისლიდერს ჩასაფრება დიდ დიღომში, გდდ-ს ყოფილი შეფის, ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.

ანონიმურმა წყარომ "ტვ პირველს" დაპირისპირების შემდეგ  გადაღებული ფოტო მიაწოდა. ამ ფოტოზე ჩანს, რომ სახეზე უბილავას მრავლობითი დაზიანებები აქვს.

დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში "პირველებს" მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციელებთან საუბრისას ირკვევა, რომ უბილავაზე თავდასხმაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით არავინაა დაკავებული. 

  • ცნობისთვის, გიორგი უბილავას გვარი ფიგურირებს 2024 წელს, პროევროპული აქციების მონაწილეების ცემაში გმირთა მოედანზე, ასევე ხარებას დაჯგუფების წევრის დაჭრში.

არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ "ხარება"  ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ სინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025  წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი.