დაპირისპირება კოდაში - პირი, რომელმაც ავტო-სამრეცხაოში გაისროლა, სავარაუდოდ შსს-ს მოქმედი თანამშრომელია
ხმაური და დაპირისპირება იყო გვიან ღამით სოფელ კოდაში - როგორც ადგილობრივებმა "პირველების" რედაქციას აცნობეს, ავტოსამრეცხაოს ტერიტორიიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი. ადგილობრივებს ამ ეჭვს უმყარებს ფაქტს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ამასთან, "პირველებისთვის" მოწოდებული"ინფორმაციით, პირი, რომელმაც ავტოსამრეცხაოში გაისროლა, სავარაუდოდ, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. ამ დროისთვის უცნობია, ჰყავთ თუ არა ძალოვენებს დაკავებული.
"პირველებისთვის" ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, უცნობია, რა მუხლით იძიებს უწყება კოდაში მომხდარს.
ადგილობრივების თქმით, კოდაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ავტოსამრეცხაოს პერიმეტრი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული.