გამყრელიძე ადასტურებს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია განხილვიდან მოიხსნა

12.11.21 11:42
გამყრელიძე ადასტურებს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია განხილვიდან მოიხსნა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ადასტურებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე აღარ განიხილება და დღის წესრიგიდან მოიხსნა. გამყრელიძის თქმით, "მწვანე პასპორტების" ამოქმედება ირიბ მადატორიზმს ნიშნავს, ხოლო სავალდებულო ვაქცინაცია ბოლო საფეხურია. 

ეხლა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სტიმულირებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ეს არის "მწვანე პასპორტი"  ეს არის ირიბი მანდატორიზმის ერთ-ერთი მექანიზმი, არაპირდაპირი მექანიზმი. ეს შემოვა 1 დეკემბრიდან. შემდგომ დავაკვირდებით. სრული მანდატორიზმი არის ბოლო გასროლა და ჯერჯერობით შეწყდა საუბარი ამაზე. ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭო შემოისაზღვრა იმ ფორმატით, რაც დადგენილია, ვნახოთ, დავაკვირდეთ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.