მასწავლებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება - პედაგოგებს რამდენიმე საგანში კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ
განათლების სამინისტრო 2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ახალ წესებს აამოქმედებს, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს რამდენიმე საგანში კომპეტენციის დადასტურება მოუწევთ.
ინიციატივის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი შესაბამის გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას სახელფასო დანამატი შეუწყდება, რაც შესაძლოა პედაგოგების ნაწილისთვის შემოსავლების შემცირებას ნიშნავდეს.
რეფორმას კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მასწავლებლები ცვლილებებს პრობლემურად აფასებენ. მათი თქმით, ცვლილების მიზანი არა ხარისხი, არამედ თანხების დაზოგვაა.
მაგალითისთვის მოვიყვან,მაგალითად, მე თუ ვარ გეოგრაფიის მასწავლებელი საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგნობრივ ჯგუფსი ვასწავლი და ამავდროულად, მაქვს სამოქალაქო განათლების საათები, მე არ მჭირებოდა დამატებით სხვა საგნის ჩაბარება თუი გეოგრაფია უკვე ჩაბარებული მქონდა და საზოგადოებრივ მეცნიერებაში სხვა საათებსაც რომ ავიღებდი, დანამატი მეძლეოდა. სწორედ ეს შეიცვალა და გამოდის, რომ მასწავლებლებს უთხრეს, რომ თქვენ ვეღარ მიიღებთ იმ დანამატს, რომელიც გქონდათ, თუკი რამდენიმე საგანს ასწავლით, თუკი არ გახვალთ გამოცდაზე. სწორედ ამიტომ, რადგან მასწავლებლები ერთ და ორ საგანს არ ასწავლიან, მათ მოუწიათ გაზრდა საგნების რაოდენობის, რომელზეც გასვლას შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ წელსმსწავლებელტა ნაწილი, რომლებიც ოთხ საგანს ასწავლიან და მხოლოდ ერთში ჰქონდათ, მაგალითად, ჩაბარებული გამოცდა, სამ დანარჩენ საგანზემოუწევთ გამოცდაზე გასვლა. გასვლა და წარმატებით ჩაბარება სჭირდებათ იმისთვის, რომ დანამატი არ შეუმცირდეთ, და გაზრდაზე არ არის ლაპარაკი, და თუკი არ გავიდნენ ყველა საგანზე ან მხოლოდ ერთზე გავიდნენ, ან ვერ ჩააბარეს წარმატებიტ, ეს ნიშნავს, რომ მათ დანამატი შეუმცირდებათ. მიზანი არ არის ხარისხი, მიზანი არის თანხების დაზოგვა, - ამბობს ილიაუნის პროფესორი მანანა რატიანი.
ამავე აზრს იზიარებს მასწავლებელი ლადო აფხაზავაც.
შეფარული რამ გააკეთეს, თითქოს მადლობა უნდა თქვასმასწავლებელმა იმისთვის, რომ სამ საგანს აბარებინებენ, მაგრამ ამ სამი საგნის ჩაბარების შემდეგ ზოგიერტმა მათგანმა შეიძლება, ვერ დაადასტუროს კომპეტენცია თავის საგობრივ ჯგუფში, აქედან გამომდინარე, მათ ძალიან დაბალი ანაზღაურება ექნებათ. რაც უფრო მეტი მასწავლებელი ჩაიჭრება, მათთვის უფრო კარგია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი თანხები დაიზოგება, - ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
განათლების სამინისტრო კი განმარტავს, რომ ცვლილებები სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.