2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 60% რუსეთის მოქალაქეა
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 60% რუსეთის მოქალაქეა.
ინფორმაციას BPN სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2025 წლის მაჩვენებელი 1 254-ით ნაკლებია.
2025 წლის ათეული კი ასე ნაწილდება:
- რუსეთის ფედერაცია - 1 393
- გერმანია - 296
- უკრაინა - 114
- სომხეთი - 104
- აშშ - 81
- ისრაელი - 71
- თურქეთი - 62
- საბერძნეთი - 43
- გაერთიანებული სამეფო - 23
- სხვა ქვეყანა - 132
საქსტატის ცნობით, ბოლო 11 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 39 061 ადამიანმა მიიღო:
- 2015 - 4,016
- 2016 - 4,879
- 2017 - 4,447
- 2018 - 4,019
- 2019 - 2,991
- 2020 - 2,324
- 2021 - 2,485
- 2022 - 4,869
- 2023 - 3,111
- 2024 - 3,587
- 2025 - 2,333