ანტონ ჩეჩინის განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5 - წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ 27 აპრილს გამოაცხადა.
ჩეჩინი განაჩენის გამოცხადებას დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩინს პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.