"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

28.04.26 16:19
"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

 

 

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომდევნო არჩევნები 2028 წელს გაიმართება: 

10 არჩევნები მოვუგეთ [ოპოზიციას] ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე - ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაშიც იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის. ორ წელიწადში ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი"- თქვა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოში ფართომასშტაბიანი პროევროპული პროტესტის დაწყებიდან თითქმის 2 თვის თავზე, დემონსტრანტებს ისევ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. 

მსგავსი სიახლეები