"მიეცით ბავშვებს წამალი“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
"მიეცით ბავშვებს წამალი“ - ამ მოწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეებმა ჯანდაცვის სმინისტროს საპროტესტო მარშით მოსთხოვეს, შეიძინოს მედიკამენტები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩები სიმბოლურად წითელი ბუშტებით და შეძახილებით შემოიარეს. ისინი სკანდირებდნენ - გადაარჩინე სიცოცხლე!
მშობლები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება. ისინი გეგმავენ, ყოველ კვირა დღეს რუსთაველის მეტროდან დაიძრებიან და მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო მსვლელობით მივლენ.
მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მათი ხმა არ ესმის და ქუჩაში იქნებიან იქამდე, ვიდრე
იქნებ გავადნოთ ყინული კედლები, რომლებშიც არიან თვითონ ძალიან თბილად და ძალიან მშვიდად, ჩვენ კიდევ როდესაც დაუსვეს ჩვენს შვილებს ეს დიაგნოზი, იმ წამიდან არ გვძინავს და ვერც ვიქნებით მშვიდად. ვიბრძით, რომ წამალი მოგვიტანონ და გადაგვირჩინონ ბავშვები. ვიცით, რომ ეს წამლები ასწლიან შედეგს ვერ მოგვცემენ, მაგრამ ასი წელი არც არავინ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. რასაც ვითხოვთ ბავშის გადარჩენისთვის, სიცოცხლის გადარჩენისთვის, ეს აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ, რადგან ბავშვი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი, - ამბობს მშობელი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.