სიმპტომების მიხედვით, სააკაშვილი უპირობოდ, გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება - გურული და გეგეჭკორი

14.11.21 18:34
სიმპტომების მიხედვით, სააკაშვილი უპირობოდ, გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება - გურული და გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით ასკვნიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება. მედიკოსები მოშიმშილე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ: 

ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ", - წერია მიმართვაში.

მედიკოსები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას კუჭ-ნაწლავისა და ნევროლოგიურზე გართულებებზე მიუთითებენ. მეტიც, ისინი  შესაძლო ქირურგიული ჩარევაასაც არ გამორიცხავენ.

სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში", - აცხადებენ ექიმები.

მიხეილ სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. როგორც გუშინ, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, ექს[რეზიდენტი ფეხზე ვერ ადგა.

მსგავსი სიახლეები