ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა

14.11.21 19:21
ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

მედიკოსს ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებთა კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმი არ მიიღო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაფართოებულ შეხვედრას ითხოვს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მან გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძესთან ჩამოსვლაც კი ვერ შეძლო. ექიმის თქმით, სააკაშვილი საწოლიდან ვერ დგება. 

მსგავსი სიახლეები