რისი ეშინია პუტინს - მედიაში ევროპული დაზვერვის მონაცემები ვრცელდება

04.05.26 18:32
რისი ეშინია პუტინს - მედიაში ევროპული დაზვერვის მონაცემები ვრცელდება

"პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ" - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა важные истории-ი ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მონაცემების მიხედვით, შემცირდა რაოდენობა იმ ადგილების, სადაც პუტინი რეგულარულად იმყოფებოდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემსვლელი პირები 2-დონიან შემოწმებას გადიან.

პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ამის გამო დაცვის ფედერალურმა სამსახურმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემსვლელი პირები 2-დონიან შემოწმებას გადიან და შემცირდა რაოდენობა იმ ადგილების, სადაც პუტინი რეგულარულად იმყოფებოდა. რუსეთის პრეზიდენტი აღარ მიდის მოსკოვის მახლობლად და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინი ხშირად კრასნოდარის მხარეში მდებარე მოდერნიზებულ ბუნკერებში, სადაც კვირაობით რჩება, რუსეთის სახელმწიფო მედია კი წინასწარ მომზადებულ ვიდეომასალებს იყენებს," - წერია დოკუმენტში. 

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად ითიშება საკომუნიკაციო ქსელები. ხოლო თანამშრომლებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან მუშაობენ, მობილური ტელეფონების, ინტერნეტის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება აუკრძალეს. 

მოსკოვის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად ითიშება საკომუნიკაციო ქსელები. თანამშრომლებს,რომლებიც პუტინთან მუშაობენ, მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალეს და ვალდებული არიან ისარგებლონ მოწყობილობებით, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც აუკრძალეს და მხოლოდ დაცვის ფედერალური სამსახურის ავტოტრანსპორტით გადაადგილდებიან. მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომელთა სახლებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა დაამონტაჟეს," - წერია важные истории-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.