სინოდის მძიმე სხდომის უთქმელი ამბები

04.05.26 20:41
სინოდის მძიმე სხდომის უთქმელი ამბები

ინტრიგები და ბრძოლა კომპრომატებით პატრიარქის არჩევნების წინ. თეოლოგიის დოქტორი ამბობს, რომ მეუფე შიოს ფლანგი კონკურენტების ჩამოშორებას ყველა ხერხით ცდილობს. "პირველებთან" ინტერვიუში მირიან გამრეკელაშვილის სინოდის ბოლო სხდომის დეტალებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატს მეუფე შიომ კომპრომატად წარსულში მომხდარი ავარია დაუდო. 

იყო თუ არა მეუფე ანდრია გვაზავა, ის ვისზეც თეოლოგიის დოქტორი გამრეკელაშვილი საუბრობს -  გორისა და ატენის მიტროპოლიტი წმინდა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, საგანგებო ვიდეოს ავრცელებს ქადაგებიდან, სადაც ამტკიცებს, რომ ჭორებს უვრცელებენ, თუმცა, არაფერს ამბობს, დააყენა თუ არა თავისი კანდიდატურა სინოდის სხდომაზე.

პატრიარქის არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არ არის მხოლოდ წმინდა სინოდის მონაწილეობით მიმდინარე პროცესი. რატომ არ მისცეს შესაძლებლობა მეუფე ისაიას კენჭი ეყარა? - თეოლოგები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი შანსი ცხინვალის და ნიქოზის ეპისკოპოსს ჰქონდა რომელმაც მისი განვლილი ცხოვრებით მაგალითი უჩვენა მთელს ეკლესიას. ის რომ მეუფე ისაიას ჩახსნა არასწორი იყო, ამაზე მეუფე გრიგოლმა გუშინ ისაუბრა. თეოლოგიის დოქტორი, მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა ბოლომდე კიდევ  ყველაფერი არ თქვა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში