მიწებზე საკუთრების უფლების მოთხოვნა - რუსთავის მერიაში შეხვედრა დასრულდა
პროტესტის იმ მონაწილეების, რომლებიც საკუთარი მიწების დარეგისტრირებას ითხოვენ და რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა გრძელდებოდა. მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ არც მერს და არც მის წარმომადგენლებს.
პროტესტის მონაწილეების ცნობით, რუსთავის მერმა მათ განუცხადა, რომ მიწები რომლის დარეგისტრირებასაც მოსახლეობა ითხოვს, რუსთავის შემადგენლობაში არ შედის.
ვიკრიბებით რამდენი წელია, მერიამაც თქვა, რომ მე არ შემიძლია და არ შეგვიძლია, ეს ეკუთვნის მარნეულსო, გადაიტანეს მარნეულზე. სულ იყო რუსთავის მერიაზე, საბუთები კეთდება მასე, რუსთავი რუსთავიო და რა ვიცი მარნეული არასდროს უთქვამთ, რომ მარნეულში უნდა წახვიდეთო. მე რომ არაბი ვიყო ან ინდოელი დამიმტკიცებდნენ, ქართველებს არა გვაქვს არაფრის უფლება. ივანიშვილი სადაც მოიწადინებს, თითს დაადებს იმისა და ჩვენ კიდევ, სახელმწიფოს მოცემულია და იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი ტერიტორია რა არის - 600 კვადრატი, რომ დაგვიმტკიცონ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.