უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში 6 კანდიდატი დარეგისტრირდა (სია)
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში 6 კანდიდატი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
- როგორც ირკვევა, უზენაეს სასამართლოში 2027 წლის 30 აპრილიდან ერთი ადგილი თავისუფლდება.
- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, მაია ვაჩაძეს 2027 წლის 29 აპრილს საპენსიო ასაკი უსრულდება.
იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირდნენ:
- თამარ ალანია
- დიმიტრი გვრიტიშვილი
- გიორგი გოგინაშვილი
- ლიანა კაჟაშვილი
- დავით მამისეიშვილი
- სალომე სამხარაძე
კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლე შედის.
პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს იუსტიციის საბჭო შეარჩევს. მოსამართლე უზენაეს სასამართლოში პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ დაინიშნება.