Reuters: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა

05.05.26 10:14
Reuters: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებულ პირს ესროლა

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, თეთრ სახლთან ახლოს შეიარაღებული საეჭვო პირი შენიშნეს, რომელმაც დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

როგორც Reuters-ი  იუწყება, შეიარაღებულმა პირმა სროლის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

ეჭვმიტანილი დაჭრილია - იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, ეჭვმიტანილის გასროლის შედეგად ქუჩაში გამვლელი არასრულწლოვანი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ სროლის დროს ეჭვმიტანილი თეთრი სახლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.