სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

14.11.21 20:24
სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება -  N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

სპეციალური პენიტენციური სამსახური N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას კომენტარს ავრცელებს.

ელეფტეროვა ირწმუნება, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები და იღებს ყვალა დანიშნულ პრეპარატს.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის განცხადებით სააკაშვილის სიციცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის ურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ N18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა.

მსგავსი სიახლეები