ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
53 მომხრე, 14 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო. საკითის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა.
ეს არის რიგით მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.
"ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
- ამავე დოკუმენტის ავტორები მიესალმებიან ეუთოს 24 წევრი ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის საფუძველზე მომზადებულ ასევე კრიტიკულ ანგარიშს.
- ვკითხულობთ მოწოდებას "პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა" გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ნაკისრ ვალდებულებებთან.
ამასთან, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ შესწორებას, სადაც პროსახელისუფლებო არხების, TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ.
- შესწორების კიდევ ერთ პროექტში, რომლის ავტორები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა არიან „იმედი“ „პოსტივი“ და „რუსთავი 2“ „ქართული ოცნების" რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტად“ არიან მოხსენიებულები.
დღეს მიღებული ანგარიშით, ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ მიიღონ პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.
რა წერრია ანგარიშში:
ევროპარლამენტის ანგარიშში, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩანაწერში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაც.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი წვეყნების მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები ბიძნა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დაუსჯელობის წინააღმდეგ.
მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში წევრი ქვეყნების მზარდმა რაოდენობამ შემოიღო ინდივიდუალური სანქციები საქართველოს ოფიციალური პირებს წინააღმდეგ. მოუწოდებს სხვა წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ მათ მაგალითს, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ.
აღნიშნავს კომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პირდაპირ შედეგს, რაც ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას წარმოადგენს. გამოხატავს სინანულს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა იმ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ვერ გახდა შესაძლებელი უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან არსებული წინააღმდეგობის გამო. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელებულმა უმოქმედობამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება.
მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუძლებელია.
მკაცრად გმობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, როგორც ავტორიტარულ გადახვევას, რომელიც სცილდება ევროკავშირისა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზს უსვამს, რომ სანამ ეს კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ წაიწევს წინ, - ნათქვამია დოკუმენტში.