პატიმრობის ახალი სერიები ტროტუარზე დგომის გამო - მოქალაქეები იზოლატორებში ერთი-მეორეს მიყოლებით გაუშვეს

05.05.26 21:31
პატიმრობის  ახალი სერიები ტროტუარზე დგომის გამო - მოქალაქეები იზოლატორებში ერთი-მეორეს მიყოლებით გაუშვეს

ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობების ახალი სერია გრძელდება — პროტესტის აქტიურ მონაწილეებს კვლავ აკავებენ. სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს აქტივისტი დათა ქაშიაშვილი. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეში არ ფიგურირებს არცერთი დაზარალებული მოქალაქე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქაშიაშვილის ქმედებამ გადაადგილებაში ხელი შეუშალა. ასევე არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დაადასტურებდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გარემოებები მოსამართლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება არ მიეღო.

ციხეში გაუშვეს 13 წლის შვილის დედა, ნინო პეტრიაშვილიც. მოსამართლე მაკარაძემ პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომა კანონდარღვევად მიიჩნია და მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ 7 თებერვლის საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, თუმცა ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან არც დაშლის და არც ტერიტორიის დატოვების შესახებ მოწოდება არ ყოფილა.

მოძრაობა „ერას“ წევრი, მსახიობი თამარ თევზაძე სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი მსახიობს პოლიციამ ხელბორკილები ქუჩაში დაადო.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები