მეუფე ზენონი: ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის თქმით, პატრიარქის ინტრონიზაციაზე საუბარიც არ შეიძლება, ვიდრე კითხვებს პასუხები არ გაეცემა და ყველაფერს ნათელი არ მოეფინება.
სასულიერო პირის თქმით, მაშინ, როდესაც პატრიარქობის კანდიდატები დასახელდნენ, ვერ მოახერხა კითხვების დასმა. შესაბამისად, მეუფე აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე, რათაც ერთმანეთში გაერკვნენ.
ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, არავითარ ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები. მეუფე შიომ და კანდიდატებმა დაასახელეს თავიანთი თავები, თვითონ მიჰყავდათ ეს სხდომა, დაგვღალეს დაგვქანცეს, 3 საათი უაზრო რაღაცებზე ვსაუბრობდით. საკითხებზე სერიოზუალდ რომდ ავიწყოთ საუბარი, ამას შინაგანი განწყობაც უნდა. უნდა მოვიწვიოთ სინოდის სხდომა, მე მივმართავ მღვდელმთავრებს. ჩვენ თუ ერთამენეთში არ გავერკვიეთ... იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს, - თქვა მეუფემ ინგრა გირგოლიას “რეაქციაში“.