სახელმწიფო ცდილობს დააკნინოს ყველა ის სფერო, რომლის მიმართაც ადამიანებს გარკვეული ნდობა აქვთ - უჩავა

05.05.26 23:46
სახელმწიფო ცდილობს დააკნინოს ყველა ის სფერო, რომლის მიმართაც ადამიანებს გარკვეული ნდობა აქვთ - უჩავა

სახელმწიფო ცდილობს დააკნინოს და გააუფასუროს ყველა ის სისტემა, რომლის მიმართაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ნდობა, - ამის შესახებ ექიმმა, ლაშა უჩავამ ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საპატრიარქო, სამედიცინო სფერო.

უჩავას თქმით, ხშირ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფო საუბრობს სამედიცინო საზოგადოების არსაკმარის განათლებაზე.

სახელმწიფო ცდილობს დააკნინოს და გააუფასუროს ყველა ის სისტემა, რომლის მიმართაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ნდობა და რომელთაც უნდა ენდოთ მართლა. ეს საპატრიარქო, ეს არის სამედიცინო სფერო. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, თვითონ სახელმწიფო საუბრობს იმაზე, რომ სამედიცინო საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში არ არის იმდენად განათლებული , რომ ვთქვათ მკურნალობას ამ ათუ იმ  საკითხებზე ჩვენ შევეხოთ. ანუ აკნინებს და ცდილობს, რომ აბსოლუტურად ნულამდე დაიყვანოს ნდობა ადამიანების. ხშირად მაგალითადროდესაც მოდიან ადამიანები და გვიან მოდიან სამწუხაროდ სამკურნალოდ, განა იმიტომ რომ უბრალოდ მათ არ უნდათ მკურნალობა, ან არ იციან ვთქვათ ამა თუ იმ ჩივილების შესახებ, რა შეიძლება ამნ გამოიწვიოს, უბრალოდ ამის საშუალება არა აქვთ. ანუ სოციალური მდგომარეობა იმდენად დაბალი არი სახელმწიფოში, რომ ექიმთან მისვლის საშუალებაც კი არ აქვთ, - განაცხადა ლაშა უჩავამ.

მსგავსი სიახლეები