პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დართვას ითხოვს

06.05.26 13:36
პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დართვას ითხოვს

გრიგოლ ლილუაშვილის საქმე - პროკურატურის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ  დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაცია.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეეხება აღნიშნული დოკუმენტაცია საზღვარგარეთ არსებულ ლილუაშვილის ქონებებს, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა თქვა, რომ "შინაარსში ვერ შევა". მისი თქმით, აღნიშნული  დოკუმენტაცია საქმესთან კავშირში მყოფ პირებს ეხება.

მოსამართლე ამ შუამდგომლობას შედმეგ პროცესზე, 8 მაისს უპასუხებს. ნინო ფარაშვილმა დღეს  სხდომა გადადო. 

ბრალდების და დაცვის მხარეებს გარკვეული დოკუმენტაცია მათ შორის ტექნიკური ხასიათისაც მათ შორის, მოპოვებული გვქონდა. შესაბამისად, დაყენდა შუამდგომლობა აღნიშნულის დართვასთან დაკავშირებით. ეს ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. (ჟურნალისტი: რა ქონებას ფლობს საზღვარგარეთ ლილუაშვილი?) ამ შინაარსში ვერ შევალ. საქმესთან კავშირში მყოფ პირებს ეხება ეს დოკუმენტაცია. გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს ეხება, ასევე საქმესთან კავშირში მყოფ პირებს. დაახლოებით 100 პირამდეა დასაკითხ პირთა სიაში", - ამბობს პროკურორი. 

პროცესის დასრულების შემდეგ "პირველებმა" კითხვებიდ აუსვა სუს-ის ყოფილი უფროსის, ადვოკატს - რობერტ გრიგალაშვილს ჰკითხა, თუ რა უძრავ ქონებებზე საუბრობს პროკურატურა. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ მასალა, რაზეც სახელმწიფო ბრალდება საუბრობს, არ უკავშირდება არც მის დაცვის ქვეშ მყოფს, არც გრიგოლ ლილუაშვილის ოჯახის წევრებს და ასევე არ უკავშირდება არანაირ დამალულ ქონებას. 

ეს არის მხოლოდ ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი გარკვეული მასალა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არ უკავშირდება არანაირ დამალულ ქონებას და მითუმეტეს ეს არ ეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბატონ გრიგოლს. ეს ბატონ გრიგოლს და მის უშუალო უფროსს არ ეხება. მიიღეთ ჩემგან ეს პასუხი, რომ ეს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მნიშვნელობით დამალული ქონება არ არის. მასთან დაკავშირებული პირები არ არიან. გვარი და სახელი დაგისახელათ პროკურატურამ, მიგითითათ, რომელ დაკავშირებულ პირს ეხება? მას შეეკითხეთ. მე გეუბნებით, რომ არ ეხებათ", - აცხადებს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

რას ედავება პროკურატურა სუს-ის ექს-შეფს: 

პირველი ეპიზოდი

  • „2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის“.

მეორე ეპიზოდი

  • „2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი“.

მესამე ეპიზოდი

  • „რაც შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
  • აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
  • ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი

  • „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
  • ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები