მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

07.05.26 15:01
მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტრო "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა - სამაშველო ჯგუფმა მოქალაქე ლიანდაგებიდან ამოიყვანა და ის ამ წუთებში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. 

მომხდარის შესახებ ფაქტს "პრიველებს" უდასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. 

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. 

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო. 

განახლება: ლიანდაგში ჩავარდნილ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები