ტრაგედია ოზურგეთში - 4 შვილის დედა, რომელიც მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ ავტოავარიას ემსხვერპლა
უმძიმესი ავარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ორსულს ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
Gurianews-ის ინფორმაციით, შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად.