რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მან ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
კუჭუაშვილს გამოძიება ედავებოდა ნახევრადცარიელი ბოთლის სროლას, რომელიც თვალში მოხვდა სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა.
- კუჭუაშვილს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
- გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ფოტო: პუბლიკა