გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

08.05.26 13:49
გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

ამ შეთანხმების მიხედვით, გელა ხასია საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.

გელა ხასაიამ ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა. 

  • გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

 

მსგავსი სიახლეები