საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
მშობლები ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიზნით საპატრიარქოს წერილით რამდენჯერმე მიმართეს.
ისინი შეხვედრაზე მოითხოვენ, საპატრიარქომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან, რათა ბავშვების დასახმარებლად რესურსები გამოიყოს.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვირებია მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეებს ათენებენ და მათი შვილებისთვის წამალს ითხოვენ.