თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

08.05.26 15:35
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში 31 წლის კაცი მოკლეს - სისხლიანი ანგარიშსწორება შარტავას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

"პირველების" ინფორმაციით, ახალგაზდა მამაკაცს საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე ჩასაფრება მოუწყეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. 

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პერიმეტრი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. 

როგორც "ტვ პირველის" გადამRებმა ჯგუფმა გაარკვია, პოლიციამ ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მალევე ამოიღო და სავარაუდო დამნაშავე სწორედ კამერების დათვალიერების შემდეგ დააკავა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები