საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გასსამაგებულია

08.05.26 18:28
საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა გასსამაგებულია

საქართველო რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად რჩება. რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია წერს, რომ კომპანიების დიდ ნაწილში მოთხოვნა რუსი ტურისტების მხრიდან გასსამაგებულია: თუ გასულ წელს ქვეყანაში მილიონ ექვსასი ათასი რუსი ტურისტი შემოვიდა, წელს, რუსეთში ელოდებიან, რომ ეს რიცხხვი კიდევ უფრო გაზირდება.

მიმზიდველ ფაქტორებად სახელდება იაფი ავიაბილეთები, სახმელეთო საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასები.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში რუს ტურისტებზე მზარდი დამოკიდებულება ტურიზმის სექტორის არასწორი განვითარების შედეგია. მათი შეფასებით, სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო მაღალმხარჯველი ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიული და საინვესტიციო პოლიტიკა.

შეგნებულად არ ხდებოდა იმ აქცენტების, იმ გლობალურ ტურიზმზე, მაღალ მხარჯველ ტურიზმის მოზიდვაზე შესაბამისი ინვესტირება ფიზიკური კაპიტალის, ფინანსურის თუ ადამიანურის თუ მარკეტინგული კაპიტალის, რაც საჭირო იყო ამ დარგის განვითარებისთვის. ის ქვეყანა, რომელიც აოფიციალურად ჩვენი აგრესორია, რომელიც ოფიციალურად თავს გვესხმის ყოველ წამს, სისხლს გვსრუტავს პირდაპირი გაგებით, შენუ ტურიზმის ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ისედაც არაჯანსაღი ეკოსისტემა, რომელიც ქაოტურად შეიქმნა, ისევ ადაპტირებდა და მორუნავს ქედს ამ დაბალმხარჯველი, არსასურველი რუსი ტურისტებისთვის, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს იმ მცირე ნაწილს, რომელიც კიდევ ცდილობს მაღალმხარჯველი დასავლელი ტურისტების მოზიდვას, სახელმწიფოსგანდ ამოუკიდებლად მუშაობს ამაზე, - ამბობს  ნიკა ალავიძე.

მსგავსი სიახლეები