31 წლის კაცს ავტოსადგომთან ჩაუსაფრდნენ და დანით მოკლეს - რა მოხდა თბილისის ცენტრში

08.05.26 20:01
31 წლის კაცს ავტოსადგომთან ჩაუსაფრდნენ და დანით მოკლეს - რა მოხდა თბილისის ცენტრში

მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

31 წლის დავით წოწოკოლაურს ავტოსადგომთან ჯერ ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი დანით მოკლეს. თბილისში, შარტავას ქუჩა დღეს საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი იყო. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით მოხდა.

დაკავებულია ლუკა ლალიაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად მსხვერპლთან წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება.

ადგილზე „პირველებს“ ეუბნებიან, რომ სასტიკ ანგარიშსწორებაში შესაძლოა მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე სხვა ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც სავარაუდოდ გაქცევა მოახერხეს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები