ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის ომში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცეცხლი 9, 10 და 11 მაისს შეწყდება - "ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას". ამასთან ტრამპის განცხადებით, მხარეები 1 000 ტყვეს გაცვლიან.
მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10 და 11 მაისს) რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. გამარჯვების დღის ზეიმია რუსეთში, მაგრამ ასევე უკრაინაში, ვინაიდან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა კინეტიკური აქტიურობის შეჩერებას და ასევე ყოველი ქვეყნიდან 1000 ტყვის გაცვლას. ეს მოთხოვნა პირადად მე გავაკეთე, და ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მასზე დათანხმებას.
იმედია, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი, სიკვდილით სავსე და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისია," - წერს დონალდ ტრამპი.