ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

08.05.26 23:16
ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები