სისხლიანი ანგარიშსწორება შარტავას ქუჩაზე - ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

09.05.26 10:46
სისხლიანი ანგარიშსწორება შარტავას ქუჩაზე - ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - შარტავას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ახალგაზრდა მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

"პირველების" ინფრომაციით, მოკლული შარტავას ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა, ეს იცოდნენ დაკავებულმა პირებმა და მას სახლთან ჩასაფრება მოუწყეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები