არ მგონია, 3-დან რომელიმემ ჩახსნას კანდიდატურა - მეუფე ანდრია
გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) განცხადებით, დასახელებული სამი კანდიდატიდან, მოსალოდნელია, რომ სამივედან ნებისმიერი გახდეს საქართველოს 142-ე პატრიარქი.
„ისტიორიული დღე გვქვს. ეპოქალური მოვლენაა. ვირჩევთ სრულიად კათოლიკოს კათოლიკოს-პატრიარქს. დღეს ვირჩევით კათოლიკოს - პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნავს მეუფე ანდრია.
"პირველებმა" მიტროპოლიტს ჰკითა, მოსალოდნელია თუ არა რომელიმე კანდიდატმა ჩახსნას კანდიდატურა, რაზეც მეუფე უპასუხა, რომ "არ ჰგონია".
არამგონია, რომ ჩახსნას, ეს არის თავისუფალი გამოხატულება თავისუფალი ნებისა", - განაცხადა მაღალმა იერარქმა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე სწორედ დღეს აირჩევენ.
კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია
▪️ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;
▪️ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;
▪️ ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა.
პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა.
თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. აქაც, გამარჯვებისთვის კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა მიიღოს.
კენჭისყრის პროცესი დღის პირველ საათზე დაიწყება. სხდომის ნაწილი დახურული იქნება, ხოლო საზოგადოება პირდაპირ ეთერში მხოლოდ კენჭისყრის დაწყებასა და საბოლოო შედეგის გამოცხადებას იხილავს.