საქართველოში კორონავირუსს კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 83 ადამიანი, 4 785 გამოჯანმრთელდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9,85%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,25%.
დღიურად 8 224 ადამიანი აიცრა.