მედია: სოფელ მანავში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კართან შეხების შედეგად დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.