მედია: საქართველო არ არის იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუუქმდა
აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 50 ქვეყნის გულშემატკივრებისთვის 15000 დოლარამდე ოდენობის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველო ამ ქვეყნებში არ არის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისში აშშ-ის საელჩოში 15 მაისს წერილობით განუცხადეს.
მანამდე, 15 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი წერდა, რომ ამ ქვეყნებს შორის შედიოდა საქართველოც. რადიო თავისუფლებას აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, რომ აღნიშნულ გვერდზე „ინფორმაცია განახლდა“.
50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი. არ შედის არც უკრაინა.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება.
2026 წლის 2 აპრილიდან საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომელთა მოქალაქეებსაც, თუკი შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ. ეს თანხა მათ სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში, სახლში დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდებათ.
მსგავსი სიახლეები
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.