26 მაისს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან (ვიდეო-კლიპი)

16.05.26 17:24
26 მაისს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან (ვიდეო-კლიპი)

 

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

როგორც ნიკა კაციამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 26 მაისს, ყველა უნდა იდგეს ქუჩაში, ვისაც საქართველოს მომავალი აწუხებს.

სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა კლიპიც, სადაც პატიმრების ოჯახის წევრები ხალხს რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდებენ.  

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეჟიმის ტყვეები საქარტველოს ღირსების დაცვისთვსი და საქართველსო სიყვარულისთვის უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან და ბუნებრივია, ჩენთვსი მნიშნელოვანია ვაკეთოთ ის, რაც ეს უღირსეულესო ადამიანები გააკეთებდნენ. სწორედ ამიტომ, 26 მაისს ბუნებრივია ვუერთდებით ეროვნულ დღესასწაულს, 26 მაისი დამოუკიდებლობსი დღეა და უმნიშვნელოვანესია ვიდგეთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი გოგო და ბიჭი, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში. მინდა ასევე მივმართო ტელევიზიებს, ვინც ემსახურბიან საქართველოს, რომ ის კლიპი, რომელცი ჩვენ მოვამზადეთ, მივიტანოთ საზოგადოებამდე და ჩვენ გვჯერა იმის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აწუხებთ, რომ ბავშვებს წამალი არ აქვთ, ვისაიც აწუხებთ ადამიანების ჩაგვრა,  რაღაცნაირად იყოს ეს დღე გამაერთიანებელი. მჯერა რომ უამრავი ადამიანი გამოვა და დავიკავებთ დედაქლაქის ქუჩებს და ერთმანეტს თვალებში ჩავხედავთ. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით", - განაცხადა ნიკა კაციამ.