„თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” საპროტესტო მარში თბილისში
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში მიმდინარეობს - მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდება.
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” - ეს არის შაბათის ტრადიციული მარშის ლოზუნგი დღეს.
მსვლელობაში პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები მონაწილეობენ.
მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციის სხვა მონაწილეები უწყვეტ პროტესტს მართავენ.
მსგავსი სიახლეები
16.08.26 17:29
ციხის ნაცვლად ფსიქიატრიული - ქალი, რომელსაც მეუღლემ 33 ჭრილობა მიაყენა, ექსპერტს დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს
გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამტკიცებს, რომ სავარაუდო მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.