კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი - მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი, სამეგრელოდან მშობიარობის შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
პაციენტი “კლინიკა ბომონდი”-ს რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში
შემოსვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.