დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სასულიერო პირებს ბავშვების დალოცვა სთხოვეს
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სასულიერო პირებს ბავშვების დალოცვა სთხოვეს. კახა წიქარიშვილმა მსვლელობაში მონაწილე სასულიერო პირებს თავად მიუყვანა ეტლით მოსარგებლე შვილი დასალოცად.
მშობლები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო იმის, თუ რამდენად არ ესმის საზოგადოებას მათი ტკივილის.
ოჯახის სიწმინდეს ვიცავ ყოვლდღიურად. რა თქმა უნდა, კარგია ოჯახის, ტრადიციების, კულტურის და ყველა იმ ღირებულების დაცვა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ ჩენ გვაქვს სურვილი, რომ მეტი თანაგრძნობა გაუჩნდეს ამ ხალხს იმ ბავშვების მიმართ, ვინც ითხოვენ წამალს. ქრისტიანობა, ჩვენი სარწმუნოების დაცვა გამოიხატება არა იმაში, რომ ჩენ ჩვენი თავი დავიცვათ, ქრისტიანობის საწყისი პრინციპები არის, რომ ჩვენ სხვისი ტკივილი ვიგრძნოთ ჩვენს ტკივილად და გვერდში დავუდგეთ. დიდი ნაკადი დავინახეთ, მაგრამ ძალიან მცირედი და ფაქტობრივად, არავინ მოსულა თიტქმის, რომ დაელოცა ეს ბავშვები და თანაგრძნობა გამოეხატა, - ამბობს მშობელი.