როგორია ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა - მედიკოსი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
იაშვილის საავამდყოფოს სამედიცინო დირექტორი ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობაზე „პირველებთან“ საუბრობს.
როგორც ივანე ჩხეიძე ამბობს, ბავშვი ბინაზე გაწერეს, თუმცა, მეთვალყურეობა გრძელდება.
1 თვის და 3 კვირის ჩვილი თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 მაისს შემიყვანეს. მედიკოსის თქმით, რა გახდა ქალა ტვინის ტრავმის მიზეზი ჯანდაცვის რეგულაციის საბჭომ უნდა დაადგინოს.
ბავშვი შემოვიდა იაშვილში ბათუმის ბავშვთა ცენტრიდან, გადმოყვანის მიზეზი იყო ქალა ტვინის ტრავმა და ამ ფონზე განვითარებული ცვლილებები, რაც საჭიროებდა სპეციალიზირებულ განყოფილებაში ბავშვის დიაგნოსტიკას და მართვას, ნეიროქირურგის მეთვალყურეობის აუცილებლობის გამო. შესაბამისად, შემოსვლისთანავე ბავშვი კონსულტირებული იქნა ნევროლოგის, ნეიროქირურგის, სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. 12 დღეა, ბავშვისთვის ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა. შეფასებული იქნა თავის ტვინის მდგომარეობა. არ დაფიქსირდა პათოლოგიური აქტიურობა, ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი. საერთო მდგომარეობა დინამიკაში თანდათან გაუმჯობესდა. ლაბორატორიული მაჩვენებლი იყო ნორმაში და გადაწყდა ბავშვი ბინაზე გაწერა. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბავშვზე მეთვალყურეობა დასრულდება, ბავშვი საჭიროებს შემდეგ მეთვალყურეობას, რომელიც შეიძლება იყოს - რადიოლოგიური გამოკვლევები განმეორებითი სახით, აუცილებლად საჭიროებს ენცეფალოგრამის განმეორებას და ნევროლოგის მეთვლაყურეობას. ბინაზე დანიშნულია მკურნალობა ტაბლეტის სახით, ბავშვმა, გულყრების პრევენციის მიზნით, უნდა გააგრძელოს ამ ერთი მედიკამენტის მიღება.
ბავშვი კლინიკაში შეყვანილია ბრონქიოლიტის გამო, შესაბამისად, უტარდებოდა, შესაბამისი მკურნალობა, ბავშვის მდგომარეობა თავიდან გაუმჯობესდა, თუმცა, მაისის დასაწყისში მკვეთრად გაუარესდა, რასაც თან დაერთო გულყრების განვითარება და სწორედ ამის გამო ჩატარდა დამატებითი კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გამოვლინდა ის ცვლილებები, რაც გახდა თბილისში გადმოყვანის მიზეზი, - ამბობს ჩხეიძე.
ცნობისთვის, ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკას ჩვილის მშობლები გულგრილობაში ადანაშაულებენ. ახალშობილის ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტი მედიკოსებს ხელიდან გაუვარდათ, რის შემდეგადაც მას თავის ქალის დაზიანება მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის საბჭომ ახალშობილთან დაკავშირებით, “ტვ პირველის“ ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის მოკვლევა დაიწყო.