ზუგდიდის მერია სოციალური პროექტების ბიუჯეტს 150 ათასი ლარით ამცირებს - "ლელო - ძლიერი საქართველო"

18.05.26 18:07
ზუგდიდის მერია სოციალური პროექტების ბიუჯეტს 150 ათასი ლარით ამცირებს - "ლელო - ძლიერი საქართველო"

ზუგდიდის მერია სოციალური პროექტების ბიუჯეტს 150 ათასი ლარით ამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველო" ავრცელებს.

კოალიციაში აცხადებენ, რომ საუბარია პროგრამაზე, რომელიც უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებდა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, პროექტისთვის თავდაპირველად 750 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ბიუჯეტი 150 ათასი ლარით შემცირდა. მათი შეფასებით, შემცირებული თანხა დაახლოებით ოთხი-ხუთი სახლის აშენებას ეყოფოდა.

მიადგნენ ყველაზე უფრო მეტად უფრო მეტად დაუცველ ოჯახებს და 150 ათასი ლარით შეამცირეს ის ბიუჯეტი, რომელიც ითვალიწინებდა სოცდაუცველი, განსაკუთღებულად მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფას საცოხვრებელი ფართით. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და მეტიც, ეს გახლავთ დანაშაული, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი თოდუა.

"პირველებთან" საუბარში სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ მთავრობისგან დაპირებებს მხოლოდ წინიასაარჩევნოდ იღებენ, თუმცა დაპირებას რეაგირება არ მოჰყვება.

უკვე ორი წელია ველოდებით და დრო გაჰყავთ. მართლა მჭირდება დახმარება...  ბავშვები მყავს პატარა, ქირაზეც თანახმა ვარ, უბრალოდ შემიფარონ, რომ არ მომიკვდნენ ბავშვები. ეპილეფსია მეც მაქვს, მეიღლე არ მუშაობს... არჩევნები რომ მოვა მერე დაპირებები, მერე ისევ და არაფერი არ არის, - ამბობს ადგილობრივი. 

"პირველებმა" ინფორმაცია ზუგდიდის მერთანა გადაამოწმა. დავით კოდუა ირწმუნება, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მეტიც, შემცირების ნაცვლად სოცდაუცველებისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდეს. 

მსგავსი სიახლეები