სასჯელი პოსტების გამო - "ოცნების" ახალი გადაწყვეტილება ცენზურად შეფასდა

18.05.26 20:14
სასჯელი პოსტების გამო - "ოცნების" ახალი გადაწყვეტილება ცენზურად შეფასდა

 

 

პოსტი სოციალურ ქსელში, კრიტიკული განცხადება საჯარო სივრცეში და უბრალოდ საჯაროდ აზრის გამოხატვა - დასჯადი ხდება. "ქართული ოცნება" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენზურის სამმართველოს ქმნის. დღეიდან, ისე როგორც საბჭოთა კავშირში, გაკონტროლდება ყველა საჯარო პოსტი, თუ კომენტარი. ნებისმიერი კრიტიკული გამონათქვამი შესაძლოა სულხან თამაზაშვილის სამსახურმა სიძულვილის ენად, შეურაცხყოფად ან აგრესიულ რიტორიკად ჩათვალოს და სასამართლოში დაგიბარონ.

სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით, "ოცნება" გამოხატვის თავისუფლებაზე ცენზურას აწესებს. თუ აქამდე, Facebook პოსტის გამო სასამართლოში სარჩელი ფიზიკურ პირს უნდა შეეტანა, ახლა ამისთვის სპეციალური სამსახური იქმნება, რომელის მთავარი მოვალეობა საჯარო სივრცეში ხალხის აზრის კონტროლი იქნება. არსებული საკანონდებლო ჩარჩოს პირობებში "ქართული ოცნების" სასამართლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს რამდენიმე ათასი ლარით აჯარიმებდა, ახლა სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ "ოცნება" კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის და ცენზურის დაკანონების გამართლებას უცხო ქვეყნის მაგალითებით ცდილობს. ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში კანონი ასეთი მკაცრი არ არის. რეგულაცია მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს ეხება, რელიგიური ან სექსუალური სახის ინფორმაციას.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები